საორსა ადამიანების ცხოვრებაში
,,პროფორიენტაცია დამეხმარა, რომ ამერჩია პროფესია – ჟურნალისტიკა ან პედაგოგიკა. ტესტებმა აჩვენა, რომ ჟურნალისტიკა უფრო ჩემი იყო და მეც მივყევი ბოლომდე. ჩავაბარე, ვსწავლობ თბილისში და მალე დავიწყებ ამ პროფესიით მუშაობას“ – საორსას კურსდამთავრებული. „საორსამ“ განახორციელა ორგანიზაციის საქმიანობის შეფასების კვლევა ფოკუსჯგუფებში, რომელშიც მონაწილეობდნენ „საორსას“ სერვისებით მოსარგებლე, პროექტებში მონაწილე ბენეფიციარები: ახალგაზრდები, დასაქმებული, მეწარმე და სამუშაოს მაძიებელი ქალები. საორსას […]
გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის ფორუმი აჭარაში
პირველად აჭარაში, სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეს, საორსამ, კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით “გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის” ფორუმს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში გაიმართა. აღნიშნული ფორუმზე საორსამ წარადგინა ციფრული სახლი ვებგვერდი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ყველა დიანტერესებული ადამიანისთვის საორსას პროექტების, სერვისების და დონაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, პროექტის ,,ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” […]
შეხვედრა ქალთა გამოწვევებზე ხულოში
“ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” – სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სოფელ ძმაგულაში დისკუსია-შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა ადგილობრივმა ბენეფიციარებმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივ ქალთა პრობლემების თემაზე დისკუსია გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსა“ ახორციელებს, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების და ქალების პროფესიული უნარჩვევების გამომუშავება. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იხილეთ სრულად ლინკზე ajaratv.ge
პროექტი ქალთა გაძლიერებისთვის
“ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” – ამ სახელწოდებით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. მისი მიზანი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული და მენეჯერული უნარების განვითარება, ასევე კარიერული წინსვლის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 36 აპლიკანტი შეირჩა, რომლებიც დღეს რეგიონული პოლიტიკური ლიდერობის აკადემიის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. ორგანიზატორების […]
დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროგრამა
სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა ქალებისთვის დასაქმების და კარიერული განვითარების პროგრამა დასრულებულია.დახურვის ცერემონიაზე დღეს პროექტის მონაწილეებმა თავიანთი კარიერული ზრდის პროცესზე ისაუბრეს. დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროგრამის ძირითადი მიზანი მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების ზრდა; ასევე შრომის ბაზარზე აქტიური და ხარისხიანი ჩართულობაა.პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. პროგრამის ორგანიზატორები ა/ო საორსა და საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის […]
,,მეწარმეობის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის”
არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსამ“ დაიწყო სოციალური-საგანმანათლებლო პროექტი: ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკომონომიკური მმართველობის პროგრამა. პროექტის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროექტის მიზანია აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრებ 22-45 წლის ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებში სოციალურ და ინკლუზიურ მეწარმეობაში […]