პროექტ “მარტოხელა დედების ზრუნვის საფასურის” ფარგლებში ვაგრძელებთ ქალთა ამ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერებას. მადლიერები ვართ, რომ პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia.
დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი მარტოხელა დედების პროფესიული გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით საორსა გლობალის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ფუტკარაძემ ბენეფიციარების გაუწია ჯგუფური და ინდივიდუალური მენტორინგი. მის მიერ შედგენილი პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან მიმართულებებს: გენდერული თანასწორობისა და ადვოკატირების სასწავლო პროგრამა, კარიერული განვითარება, ინდივიდუალური კარიერული კონსულტაცია და კარიერული თერაპია.
კონსულტაციების მიზანი იყო, თითოეულ ქალს დავხმარებოდით საკუთარი ინტერესების, უნარებისა და პროფესიული მიზნების განსაზღვრაში. გვსურდა, მათ პროფესიონალისგან მიეღოთ ქმედითი და კონკრეტული რჩევები ამჟამად არსებულ განათლებისა და დასაქმების გზებზე.
მარტოხელა დედების აქტიურმა ჩართულობამ და უკუკავშირმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მსგავსი ინიციატივების საჭიროებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ინდივიდუალური მხარდაჭერა პიროვნული ზრდისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.