საორსა გლობალის მორიგი წარმატებული პროექტი – “ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში”

საორსა გლობალი ზრუნავს ჩვენი საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა შორისაც არიან შშმ და სსმ პირები. სწორედ მათი და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით, თებერვლიდან, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებდა სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს “ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში”. პროექტი განკუთვნილია ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახებისათვის. პროექტის მიზანია ამ სოციალური ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის ზრდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან; 
  • სასწავლო ტრენინგ პროგრამა – 30 მშობლის, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და პედაგოგების გაძლიერება ონლაინ ფორმატში ჩატარებული თემატური, საგანმანათლებლო ივენთების მეშვეობით;
  • ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და პედაგოგებისთვის სწავლა-სწავლებისთვის ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა;
  • სწავლების დასრულების შემდეგ საბიუჯეტო პროგრამების/ინიციატივების მომზადებისა და ადვოკატირების განხორციელება.

ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში, 1-ელ აპრილს, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლასთან თანამშრობლობით, სკოლაში არსებულ ინკლუზიური განათლების ცენტრში, მშობლებთან და სპეციალისტებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა პროექტის მენეჯერი ლანა სიხარულიძე. 

მაისის თვეში მიმდინარე მრავალფეროვან სატრენინგო სესიებს უძღვებოდნენ შშმ პირთა უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი ესმა გუმბერიძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე და საორსა გლობალის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბავშვთა უფლებადამცველი, ადვოკატი ანა თავხელიძე.

“ნამდვილად მიხარია, რომ რეგიონში დაიძრა ყინული და უფრო მეტი და მეტი ყურადღება ეთმობა შშმ და სსმ პირებს, მათ მშობლებს, ახლობლებს და სპეციალური განათლების მასწავლებლების მომზადებას”, – გვიზიარებს ია კერძევაძე, პროექტის მონაწილე მშობელი.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მშობლების მიერ შეიქმნა პეტიცია ქობულეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების შესახებ.

ასევე, მომზადდა სხვადასხვა საინფორმაციო მასალა სსმ და შშმ პირების შრომითი უფლებებისა და მათთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ:

ვიდეო #1, ვიდეო #2, საინფორმაციო ბარათები.

1-ელ ივლისს კი გაიმართა 4 თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. გიზიარებთ პროექტის ფოტოალბომს

ასევე, იხილეთ “აჭარა თაიმსის” მომზადებული სტატია პროექტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი “ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში” განახორციელა საორსა გლობალმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის “Strengthening Civil Society in the Eastern Partnership” მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ.

 

Choose Consultation *
Name *
Last Name *
Phone *
Email *