,,ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში” – „საორსა“ ახორციელებს ახალ სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივიზმის, სოციალური ტრანსფორმაცის, მოტივაციის, კომუნიკაციის, ლიდერობის, ადვოკატირებისა და ლობირების თემაზე მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს.
სოციალურ საგანმანათლებლო პროექტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, მოზარდთა, ასევე, დედათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხის ზრდაა პრიორიტეტი.
ძირითადი აქტივობები ასე დაიგეგმა:
- საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან;
- სასწავლო ტრენინგ პროგრამის განხორციელება – 30 მშობლის მობილიზება და მათი გაძლიერება (უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტში ჩართულობის შესაძლებლობა მიეცა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსა და პედაგოგებს, რომელთათვის საორსას პლატფორმებზე თავსდება ონლაინ საჯარო ივენთები.
- სწავლა – სწავლებისთვის ეფექტური მეთოდებითა და სტრატეგიებით;
- საბიუჯეტო პროგრამების/ინიციატივების მომზადება და ადვოკატირება საბიუჯეტო პროგრამების / ინიციატივების მომზადება და ადვოკატირება, სწავლების დასრულების შემდეგ განხორციელდება;
„მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტი თუ აქტივობა, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს წაადგებათ ცნობიერების გაზრდა-განვითარებაში, ასევე, აღსანიშნავია მშობლების ურთიერთობა, რაც აუცილებელი ფაქტორია ჩვენთვის. ამ პროექტმა უფრო წინ წაგვწია იმის აუცილებლობის გააზრებაში, რომ უფრო მეტად ვიყოთ კავშირში მშობლები.
ასე, ერთად მეტ გამოწვევებს გავუმკლავდებით, მეტი ინიციატივები დავსახოთ სამომავლოდ, მეტი ინფორმატიულობა შევიძინოთ. თქვენი თანადგომა ერთგვარი სტიმულია, რომ მარტონი არ ვართ. შეგვიძლია უფრო კვალიფიცირებული სპეციალისტისგან მივიღოთ დახმარება, გვერდით დგომა, ინფორმაციის მოძიება, რთულ მომენტების განხილვა-დაძლევა.
მიხარია ნამდვილად, რომ რეგიონში დაიძრა ყინული და უფრო მეტი და მეტი ყუდადღება ეთმობა შშმ და სსმ პირებს, მათ მშობლებს, ახლობლებს, სპეც მასწავლებლების მომზადებას. ჯერჯერობით ბევრი სამუშაოა სტერეოტიპებთან საბრძოლველად და უპირველეს ყოვლისა მშობელით იწყება ეს ყველაფერი. კარგი იქნება მსგავსი პროექტები, გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები მეტი დაიგეგმოს, რომ უპირველესად საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს. დავეხმაროთ ერთმანეთს, სხვა მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს ცნობიერების ამაღლებაში,“ – ამბობს ია კერძევაძე, „საორსას“ პროექტის მონაწილე მშობელი.
პროექტის განხორცილების შედეგად, როგორც „საორსაში“ იმედოვენებენ ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება, რაც მუნიციპალურ სერვისებზე წვდომასა და აქტიური საზოგადოებრივი ინკლუზიური თემის შექმნას გულისხმობს.
„ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა არამარტო აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით საჭიროებს მხარდაჭერასა და გაუმჯობესაბას. გარდა იმისა, რომ სსსმ და შშმ პირებისთვის უნდა არსებობდეს სათანადო სერვისები, რომლებიც დაეხმარებათ უნარების, ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და აუცილებელი თერაპიებიების მისაღებად, ასევე მნიშვნელოვანია მათი მშობლების გაძლიერება და მხარდაჭერა, ვინაიდან ბავშვის განვითარების ეტაპების, სოციალიზაციის პირველი წყარო, თავად მშობლები არიან.
ჩვენი პროექტის მონაწილე მშობლები და სპეც მასწავლებლები იღებენ სწავლებას, თუ რა სერვისები არსებობს, რა უფლებები აქვთ, როგორც მოქალაქეებს, რომლებსაც შეულიათ თავიანთი შვილებისთვის აქტიურად ჩაერთნონ ინიციატივების შემუშავებისა და ადვოკატირების პროცესებში, ასევე პრაქტიკული რჩევებით, როგორ მართონ ბავშვებთან ურთიერთობების მიდგომები.
აუცილებელია მშობლებთან ძალადობის თემებზეც საუბარი, რადგანაც კვლევების თანახმად შშმ და სსსმ პირები ხშირად ხდებიან ეკონომიკური, ემოციური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ასევე, აქტიურად ვისაუბრებთ სტერეოტიპებზე, სტიგმებზე და არასწორ ტერმინოლოგიებზე, რომელიც ინკლუზიურ განათლებას უკავშირდება.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროექტში ჩართულობის მსურველები დღემდე აქტიურად მოგვმართავენ, რადგან მშობლებში დიდი მოტივაცია არსებობს მიიღონ განათლება თავიანთი შვილებისა და სხვა მშობლების მხარდასაჭერად,”- ამბობს ლანა სიხარულიძე, პროექტის მენეჯერი.
ინფორმაციისთვის: პროექტი ,,ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში” ხორციელდება „საორსას“ მიერ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ.“