საორსაში გვჯერა ყველა ადამიანის პოტენციალისა და შესაძლებლობების სწავლისათვის, გაძლიერებისა და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის. ჩვენი პროექტებით ვქმნით ღირებულ განათლებას და ურთიერთობებს ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნასა და განვითარებაში.
საორსა გახლავთ აუდიტირებული ორგანიზაცია, პრესტიჟ აუდიტის, აუდიტისა და ბიზნეს კონსულტაციის (ABC) და BDO საქართველოს მიერ. იგი 2023 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გენდერული საბჭოს გენდერული თანასწორობის საქვეუწყებო კომისიის წევრი გახდა. ამავდროულად, საორსა წლებია წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა სოციალ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის კონკურსის კომისიის წევრს.
მსოფლიოში კარიერული თავისუფლებისა და ბედნიერების მხარდაჭერა