საორსა გლობალის ახალი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი “ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში”

საორსა გლობალის ერთ-ერთი მიზანია საზოგადოების ისეთი მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერა, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირები და მათი ოჯახები. სწორედ მათი გაძლიერების მიზნით შევქმენით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი “ინკლუზიური ხმების მხარდაჭერა აჭარაში”, რომელსაც ვახორციელებთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის “Strengthening Civil Society in the Eastern Partnership” მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ.“

პროექტი განკუთვნილია ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახებისათვის. პროექტის მიზანია ამ სოციალური ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის ზრდა.

რატომ შევქმენით ეს პროექტი?

ჩვენთვის ცნობილია, რომ სსმ და შშმ პირები და მათი ოჯახები ყოველდღიურობაში არაერთ გამოწვევას აწყდებიან. ვინაიდან მათ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ან ხშირად საერთოდ არ იციან მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო მუნიციპალური სერვისების შესახებ, საორსა გლობალმა მიზნად დაისახა მათი ინფორმირება. ეს სერვისები მიმართულია შშმ და სსმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რაშიც იგულისხმება როგორც მათი განათლებაში ჩართულობა, ისე სოციალური ინტეგრაცია, უნარების გაძლიერება და სხვა მრავალი. ასევე, ამ პირების მშობლებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დაგეგმარებაში და ინიციატივების წარდგენა. 

პროექტის აქტივობები მოიცავს ონლაინ საგამანათლებლო პროგრამას შშმ და სსმ პირთა უფლებების, სამოქალაქო ჩართულობისა და სერვისების მიწოდების შესახებ, ასევე, ფსიქოგანათლებას და ემოციურ ინტელექტზე მუშაობას მშობლებისათვის და ა.შ.

პროექტში მონაწილეობისათვის ვიწვევთ ქობულეთსა და ქედაში მცხოვრებ შშმ და სსმ პირთა მშობლებს. ამისათვის დაგვიკავშირდით ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *