ევროპული კომისიის ფინანსური დახმარებით, საორსა გლობალმა და მისმა Erasmus+-ის პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციამ Il Convivio del Pensiero Critico მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. 15-19 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა თაობათაშორისი ციფრული სთორითელინგის ლაბი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ერაყიდან, სირიიდან და აზერბაიჯანიდან.
პროექტის მიზანი იყო ციფრული უნარ-ჩვევების სწავლის მეშვეობით ძველი და ახალი თაობების მეტად დაახლოება.
სხვადასხვა ეპოქაში ისტორიებს განსხვავებულად ჰყვებიან, დღეს კი თხრობამ მრავალფეროვანი, ციფრული ხასიათი შეიძინა. Gen-Z-ს შეუძლია, უფროს თაობებს უახლესი აპლიკაციების გამოყენება ასწავლოს, უფროსები კი ახალგაზრდებს ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ სიბრძნეს გაუზიარებენ. შედეგად ისინი უფრო ძლიერად დაკავშირდებიან და საზოგადოებაც მეტ ციფრულ ინკლუზიურობას შეიძენს.
5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დინამიკური, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი პროცესი, რა დროსაც განსხვავებული თაობები გაერთიანდნენ რაღაც ახლისა და აზრიანის შესაქმნელად. ტრენინგების შედეგად ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისაგან შემდგარმა საერთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია და სწავლას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. პროექტმა ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მჭიდრო, ზრუნვაზე დაფუძნებული კავშირი სხვადასხვა თაობებს შორის. ლაბის მონაწილე უფროსებმა შეიძინეს თავდაჯერებულობა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების გზით საკუთარი თავის წარმოჩენაში, ახალგაზრდებს კი განუვითარდათ თანაგრძნობისა და მოთმინების უნარი. ტრენერ ევა როგოზინსკას მიერ მიცემული დავალების ფარგლებში მონაწილეებმა მოირგეს ჟურნალისტების როლი: ისწავლეს ვიდეოების ჩაწერა, სხადასხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება და მოისმინეს ერთმანეთის ისტორიები.
პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიუხედავად განსხვავებული ასაკისა და ეროვნებისა, ადამიანებს ბევრად მეტი საერთო აქვთ და მათ შორის არსებული საზღვრები პირობითია.
ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, შეგვეკრიბა განსხვავებული კულტურისა და თაობების ადამიანები საკუთარი ისტორიების ერთმანეთისათვის გასაზიარებლად. ვორკშოპებზე მათ ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით შექმნეს ჩინებული ამბები, რომლებმაც გადმოსცა მათი უნიკალური გამოცდილებები და პერსპექტივები.
მოხარულები ვართ, რომ პროექტის საშუალებით ხელი შევუწყეთ ეიჯიზმისა დაძლევასა და თაობების შეკავშირებას. მადლობას ვუხდით პარტნიორებსა და პროექტის მონაწილეებს სასიამოვნო დღეებისათვის.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ Connected Generations: Educational Bridges for Inclusion and Activism.