15 ივლისს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე აღინიშნება

საორსა გლობალისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე აქტიური მუშაობა და ზრუნვა. სწორედ ახალგაზრდებშია ის ძალა, რომლის მეშვეობითაც ვითარდება და იცვლება აწმყო, შემდეგ კი იქმნება უკეთესი მომავალი. უკვე 10 წელია, რაც მსოფლიოში ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე აღინიშნება, წლევანდელი თემა კი გახლავთ ახალგაზრდების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული უნარების მეშვეობით. 

თუმცა, სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, თვალი უნდა გავუსწოროთ დღევანდელობას _ ამჟამად ქართველი ახალგაზრდები დგანან სოციალურ-ეკონომიკური და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების წინაშე; გვყავს რეჟიმისგან შევიწროვებული, ნორჩი სინდისის პატიმრები, რომლებიც დაისაჯნენ სამართლიანობისა და ევროპულ საქართველოში ცხოვრებისთვის ბრძოლის გამო. 

ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი თაობის გაძლიერებას. ვზრუნავთ როგორც მის განათლებაზე, ასევე, რეალიზებულ, პროფესიულ მომავალზე. საორსა გლობალის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასწავლო პროგრამა სწორედ ახალგაზრდების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზეა ორიენტირებული. კურსის გავლის შემდეგ ისინი აღიჭურვებიან საჭირო უნარებით და უფრო თავდაჯერებულნი შეუდგებიან საკუთარი კარიერის შენებას. 

მოდით, გამოვხატოთ ზრუნვა და მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ახალ თაობაში; მათთან ერთად შევქმნათ ჯანსაღი, სამართლიანი და თავისუფალი გარემო, სადაც ისინი აისრულებენ პროფესიულ სურვილებს, შედეგად კი შექმნიან ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. გაეცანი ჩვენს სერვისებს და დაჯავშნე კონსულტაცია საორსა გლობალის კარიერული განვითარების სპეციალისტთან.