ყოველწლიურად, 27 თებერვალს, მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება, რათა ამ ფორმით მსოფლიომ აღიაროს ამ ორგანიზაციების წვლილი. ეს დღე ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებასა და სხვადასხვა სექტორში ჰუმანიტარული საქმიანობის ხელშეწყობაში.
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და სანდო სივრცეს, სადაც ადამიანები საკუთარ თავს საზოგადოების წევრებად გრძნობენ. ვეხმარებით სხავადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს პროფესიული თუ კარიერული სურვილების მიღწევა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და დამოუკიდებელი, სრულფასოვანი ცხოვრება.
წლევანდელი, 2025 წლის, არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე ემსახურება იმ ადამიანებისა და ჯგუფების თავდაუზოგავი მუშაობის აღიარებას, რომლებიც თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ გრძელვადიანი ცვლილებების შექმნაზე.
ჩვენ ვამაყობთ და მადლიერი ვართ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების მოღვაწეობითა და ურთიერთანამშრომლობით, რომელიც აძლიერებს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნისა და განვითარების ენთუზიაზმს .
ცნობისათვის: არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე ოფიციალურად 2010 წელს აღიარეს, ხოლო პირველად 2014 წლის 27 თებერვალს აღინიშნა. ამ დღის დაწესების იდეა ეკუთვნის მარკის ლიორს სკადმანისს, სოციალურ მეწარმეს ლატვიიდან, რათა აღიარებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი გლობალურ განვითარებაში.