ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც მიზეზით და მიზნით დავიბადე. ექიმები დედაჩემს აფრთხილებდნენ, რომ მშობიარობა სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა. მართლაც, ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ აბორტს, თუმცა, დედაჩემმა 9 თვე მუცლით მატარა და მისი სახელიც დამარქვა, რადგან ეგონა, რომ გარდაიცვლებოდა. საბედნიეროდ, მან შეძლო ჩემთან ერთად ცხოვრება მომდევნო 19 წლის განმავლობაში. ეს იყო პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გავმხდარიყავი პასუხისმგებლიანი პიროვნება. დედა იყო შესანიშნავი ახალგაზრდული მუშაკი.
ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ჩვენ ვქმნით ამ ისტორიებს და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები ვინც გვეხმარება მათ განხორციელებაში. ეს ისტორიები მნიშვნელოვანია და უნდა იყოს გაზიარებული, რომ მიიღონ, გავიგოთ და მივაწოდოთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ ახალგაზრდობა, წარმოვადგენთ ახალგაზრდობას, გვყავს ახალგაზრდები ჩვენს ოჯახებში, საზოგადოებებში და ძირითადად მათთვის ვმუშაობთ. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ: „ჩვენ ამას მომავლისთვის ვაკეთებთ“. და მაინც, ეს მომავალი არ ყოფილა ჩვენთან ისე ახლოს, როგორც დღეს, 21-ე საუკუნეში. ჩვენი პასუხისმგებლობაა შევქმნათ მომავალი, რომელიც გვინდოდა ჩვენს წინაპრებს შეექმნათ ჩვენთვის. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება; არამარტო SMART გადაწყვეტილებების სწავლა, არამედ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება. მე ვარ ახალგაზრდული მუშაკი.
ზემგალეს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებამ მომცა გამბედაობა მეთქვა: „შენ შეგიძლია გახდე ახალგაზრდული მუშაკი“. ახალგაზრდებთან მუშაობა მიზნად ისახავს დაეხმაროს ინდივიდებს თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ახალგაზრდული მუშაკობა გეხმარებათ გაზარდოთ ჰუმანურობა ადგილობრივ თემებში. “სიტყვა ჰუმანურობა ლათინურიდან “Humanitas” მოდის და ადამიანის ბუნებას ნიშნავს”, სიკეთე, სიყვარული და თანაგრძნობა. ”კაცობრიობა არის ადამიანური რასა, რომელიც მოიცავს ყველას დედამიწაზე.” შეიძლება იკითხოთ: არის თუ არა ეს ერთადერთი გზა ადგილობრივ თემებში ჰუმანურობის გაზრდის? პასუხია: სულაც არა. ეს არ არის ერთადერთი გზა, არამედ საუკეთესო გზა, რათა შეიქმნას ჯანსაღი სოციალური და პროფესიული გარემო ჩვენს ირგვლივ და დანარჩენ მსოფლიოში.
შემდეგი კითხვაა: როგორ?
პატივისცემით – გიყვარდეთ ისინი და თუ გადაწყვეტთ რომ გიყვარდეთ მოგინდებათ მათი გახარება.
მიმღებლობით – არ განსაჯოთ. დაივიწყეთ დასწავლული სტრეოტიპები; შექმენით ახალი ჯანსაღი ნორმები და გაზიარებული პასუხისმგებლობები მათთვის და მათთან ერთად.
გაგებით – ისინი არიან აქ და ახლა, ინტროვერტებისა თუ ექსტროვერტებისათვის თქვენ უნდა გახდეთ აქტიური მსმენელი.
ზრუნვით – ისინი უნდათ დაეხმარონ ადამიანებს, ისინი ცხოვრობენ მრავალფეროვნებაში და თქვენ მოგიწევთ ც
განათლებით – ისინი ეძებენ ხარისხიან ინფორმაციას, რჩევას და განათლებას. იყავით ღია ცვლილებებისთვის, რაც დაგეხმარებათ გახდეთ კრიტიკული მოაზროვნეები. თქვენ უნდა ისწავლოთ 44 სოციალური უნარი თქვენი ქცევის შესაცვლელად, რაც ერთდროულად იმოქმედებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე.
დასაქმებით – ისინი არიან კრეატიულები, დაინტერესებულნი და სიცოცხლის უნარიანები. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ შეგიძლიათ შექმნათ კვალიფიციური ადამიანური ძალა თქვენს თემებში. მიეცით მათ შესაძლებლობა შეიმუშაონ მოხალისეობრივი პროგრამები, პროფესიული პროგრამები, სტაჟირება, მენტორობა, გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები.
ნდობით – რასაც გასცემ შენია/რასაც გასცემ იგივე დააგიბრუნდება (What goes around comes around). ისინი არიან მომავალი.
Zemgale NGO ცენტრი ლატვიაში არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არასამთავრობო სექტორში. მათ დაადასტურეს თავიანთი კომპეტენცია ზემოთ ნახსენები ყველა ტექნიკის ეტაპობრივად გამოყენებით. ისინი გახდნენ რესურს ცენტრი 700-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ახალგაზრდული ცენტრისთვის, სადაც 6000-ზე მეტი საინფორმაციო ქსელის მომხმარებელია. ამ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები აფასებენ ადამიანებს. გარდა მათი პროფესიული და პირადი ენთუზიაზმისა, დაეხმარონ ახალგაზრდებს გახდნენ დამოუკიდებელი და აქტიური მოქალაქეები, ზემგალეს კიდევ ერთი ფანტასტიკური ღირსება არის ის, რომ ისინი მოტივაციას ზრდიან ახალგაზრდებში, აიღონ პასუხისმგებლობა კრიზისში მყოფი ან დახურვისკენ მიმავალ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
თანამშრომლობას სჭირდება სურვილი, რომ თითოეული სექტორის მუშაობა იყოს მდგრადი და გაძლიერებული. მე ვმონაწილეობდი ვიზიტებში და შევუერთდი მუშაობას სხვადასხვა ახალგაზრდულ ცენტრებში, შესაბამისად, ვისწავლე როგორ გავხადო რესურსები ხელმისაწვდომი ადგილობრივი თემის დონეზე, და თუ როგორ გავზარდოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა არაძალადობრივი პოლიტიკით..
ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდობა გახდა მეტად ღია და მიმღები. ამიტომ, ჩვენ უნდა ჩავერთოთ და გავძლიერდეთ ჩვენი ინტელექტუალური და პროფესიული შესაძლებლობებით, რათა ხელი შევუწყოთ ტოლერანტული, თავისუფალი და ჯანსაღი თაობების ზრდას.
*ეს ბლოგი შეიქმნა ლია ფუტკარაძის მიერ ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრისთვის (CTC)