ჩვენი ისტორია

/
/
ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია

საორსას სამყაროს მთავარ ღირებულებას ადამიანის თავისუფლება, თანასწორობა, ბედნიერება და წარმატება წარმოადგენს. თავისუფალი ადამიანი ლაღი, მრავალფეროვანი, ხალისიანი, იმედიანი და გულისხმიერია. წარმატება კი იწყება მაშინ, როცა ადამიანი გაათვიცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში. ხოლო ბედნიერია საზოგადოება, როცა თავისი სიცოცხლისუნარიანობით უწყვეტი ზრუნვის, ერთიანობის და სოლიდარობის ღირებულებათა ჯაჭვს ქმნის.

“საორსა” – ძველი შოტლანდიური წარმოშობის ტერმინია და ნიშნავს თავისუფლებას, თავისუფალ არჩევანს. საორსა ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა (CSO), რომელიც 2018 წლის 15 მარტს დაფუძნდა.

საორსას ჰიმნი:

მისია

ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალებისთვის, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით და დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობით.

ხედვა

ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ჰქონდეს პროფესიის არჩევის, დასაქმებისა და ღირსეული შრომის პრინციპების რეალიზაციის თავისუფლება.

გაიცანით საორსას დამფუძნებელი

“ადამიანები იმსახურებენ სიყვარულს, ნდობას და მხარდაჭერას. მინდოდა შემექმნა სამყარო, რომელიც ადამიანებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის კარიერული ოცნებების ასრულებას, ზრდის პიროვნულ და პროფესიული წინსვლის წყურვილს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს” – ლია ფუტკარაძე

Lia Phutkaradze
ლია ფუტკარაძე
აღმასრულებელი დირექტორი

მიზნები

ადამიანების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა

ძლიერი პროფესიული ქსელის შექმნა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დამსაქმებლებს და სამუშაო მაძიებელთა შორის

ღირსეული შრომის პირობების დანერგვის ხელშეწყობა

სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს შექმნაში მხარდაჭერა

სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის წახალისება და ჩართულობის გაძლიერება

პარტნიორობაზე დაფუძნებული ადვოკატირების და საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *