ახალგაზრდების პროექტის ფარგლებში მეწარმეობის კვირეული ჩატარდა

როგორც იცით, საორსა გლობალი ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი”, რომლის ფინანსური მხარდამჭერი არის ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. სამთვიან სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტში 18-29 წლის 23 ახალგაზრდა ჩაერთო. პროექტის მიზანია, რომ მათ დავეხმაროთ პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი აქტივობა – მეწარმეობის კვირეული. პირველ დღეს ახალგაზრდები ეწვიენ აჭარაში მოქმედ სამ უნიკალურ საწარმოს. ჯერ ქედაში მდებარე მშრალი ხილის საწარმო “კერკი” მოვინახულეთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. ახალგაზრდებმა ნახეს, თუ როგორ იქმნება უმაღლესი ხარისხის ქართული ჩირი და რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენება. შემდეგი გაჩერება იყო აგროსერვის ცენტრი ქობულეთში, სადაც პროექტის მონაწილეებმა გაიგეს, თუ როგორ ეხმარება ცენტრი ფერმერებს თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენებაში. საწარმოს მაგალითზე ახალგაზრდებმა დაინახეს, როგორ შეიძლება, რომ მცირე მეურნეობა დიდ ბიზნესად იქცეს. 

მესამე გაჩერება კი საოჯახო მარან “ანა-თეოში” გვქონდა, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია აჭარული ღვინის ტრადიციები, მარნის უნიკალური ისტორია და ოჯახის ბიზნესად ქცეული მეღვინეობა. პროექტის მონაწილეებმა მოისმინეს მარნის შექმნისა და განვითარების წარმატებული ისტორია და, რასაკვირველია, ღვინოც დააჭაშნიკეს.

მეწარმეობის კვირეულის მეორე დღეს ქედაში მდებარე კიდევ ორ მნიშვნელოვან საწარმოს ვესტუმრეთ და მათ საქმიანობას ახლოდან გავეცანით. შპს „კაი ფრი“ კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოა, სადაც ახალგაზრდები გაეცნენ პროდუქტის დახარისხებისა და გადამუშავების პროცესებს. მათ გაიგეს, როგორ ხდება ნედლეულის გადამუშავება ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. საწარმოს მაგალითზე პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელ კომპონენტებზე.

ახალგაზრდებს ასევე უმასპინძლა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯმა“, რომელიც მდგრადი მეთევზეობის განვითარებაზე მუშაობს. პროექტის მონაწილეებმა მოისმინეს, როგორ ხდება ორგანული მეთოდებით თევზის მოშენება და რა მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის დაცვას აკვაკულტურაში. 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *