“ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი” – დასაქმების ფორუმი

29 მარტს ქობულეთში მდებარე სასტუმრო “Castello Mare”-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საორსა გლობალის პროექტის „ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო, რისთვისაც მხოლოდ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის წინასწარ შევსება იყო საჭირო.

ფორუმის მონაწილეებს მიეცათ პოტენციური დამსაქმებელი კომპანიების გაცნობისა და მათთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა შეძლეს კარიერული განვითარებისათვის საჭირო კავშირების დამყარება და მიიღეს ანაზღაურებადი სტაჟირების რეალური შეთავაზებები წარმატებული ორგანიზაციებისგან.  

დასაქმების ფორუმზე საორსა გლობალის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარიერის თერაპევტმა ლია ფუტკარაძემ ჩაატარა მასტერკლასი “იდეალური მომავლის ვიზუალიზაცია”. ასევე, ფორუმის მონაწილეებს, გასაუბრების სიმულაციის აქტივობის დროს, მიეცათ პრაქტიკული უნარის გამომუშავების შესაძლებლობა.

„ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი“ 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის 60-საათიანი სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა 3 ძირითადი მოდულის თემებს: კარიერული განვითარება, დასაქმების უნარები, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა. 

ფორუმის ბოლოს ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რა დროსაც მონაწილე 23 ახალგაზრდას საზეიმოდ გადაეცა სერტიფიკატები, ხუთმა მათგანმა კი მიიღო საორსა გლობალის სტიპენდია. 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ აჭარის ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *