საორსას სამყაროში ბათუმის სამედიცინო აკადემიასთან პარტნიორობა ახალი გამარჯვების საწინდარი გახდა. მნიშვნელოვანია, სექტორთაშორისო თანამშრომლობის შედეგი ადამიანური კაპიტალის განვითარების შესაძლებლობა იყოს. ამერიკის საელჩო საქართველოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ტექნიკური და პროფესიული განათლების, სწავლების (TVET)მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მოიპოვა გრანტი ,, პროფესიული სტუდენტების დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში პროფესიული კონსულტაციისა და კარიერული განვითარების სისტემის დანერგვით’’. პროექტის ფარგლებში, საორსას აღმასრულებელი დირექტორი, ლია ფუტკარაძე ბათუმის სამედიცინო აკადემიის მენეჯმენტს და მოწვეულ პროფესიულ მასწავლებლებს გადამზადებს პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის მართვის კომპეტენციების მიმართულებით; გაუწევს ინდივიდუალურ კონსტულტირებას აკადემიის 100 სტუდენტს და შეიმუშავებს კარიერული სერვისების გზამკვლევს აკადემიისთვის.