სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა ქალებისთვის დასაქმების და კარიერული განვითარების პროგრამა დასრულებულია.დახურვის ცერემონიაზე დღეს პროექტის მონაწილეებმა თავიანთი კარიერული ზრდის პროცესზე ისაუბრეს. დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროგრამის ძირითადი მიზანი მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების ზრდა; ასევე შრომის ბაზარზე აქტიური და ხარისხიანი ჩართულობაა.პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. პროგრამის ორგანიზატორები ა/ო საორსა და საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ამერიკის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლები არიან.
იხილეთ სრულად ლინკზე ajaratv.ge