ქალთა უფლებებზე ზრუნვა, მათი შრომის ხილვადობის ზრდის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
ამ მიზნით, 2024 წლის იანვრიდან ვახორციელებთ მორიგ პროექტს “50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ჩვენი ერთგული პარტნიორი Women’s Fund in Georgia.
მშვიდობიანად თანაცხოვრების საერთაშორისო დღეს, 16 მაისს, ვუმასპინძლეთ ღონისძიებას, სადაც გამოიფინა პროექტის ფარგლებში გადაღებული, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 50 სოფელში მცხოვრები, 50 ქალის ფოტოპორტრეტი. ფოტოებმა მოჰყვა ამბები სოფლად მცხოვრები ქალების უხილავ შრომასა და შეუპოვრობაზე. მათი ისტორიები უნიკალური და შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის.
ღონისძიებას სწორედ ეს ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც თავად ჰყვებოდნენ თავიანთ ყოველდღიურობასა და ბრძოლის ისტორიებზე. მოწვეულმა ფსიქოთერაპევტმა მარი შარაძემ მათთვის ჩაატარა თერაპიული სესია, რომელიც ეხებოდა პიროვნების ახალი პოტენციალის გაღვიძებას. კიდევ ერთი სესია დაიგეგმა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალებისთვის.
შეგახსენებთ, რომ პროექტის “50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა” მიზანი გახლავთ აჭარის რეგიონის 50 სოფელში მაცხოვრებელი ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების გაძლიერება ფემინისტური ლიდერობის მშენებლობისა და არაძალადობრივი გარემოს დამკვიდრებისთვის.
იხილეთ პროექტის ფოტოალბომი.