ევა როგოზინსკა საორსას პოლონეთის ასოციაციის გუნდს შეუერთდა

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ორგანიზაციას კიდევ ერთი პროფესიონალი შემოუერთდა. საორსას პოლონეთის ასოციაციის გუნდში მივესალმებით პროფესიონალ ტრენერ ევა როგოზინსკას. იგი გაუძღვება ჩვენს თაობათაშორის ციფრულ სთორითელინგის ლაბს, რომელიც სექტემბერში ვარშავაში ჩატარდება. ქალბატონი ევა არის ბიზნეს ქოუჩი, უნივერსიტეტის ლექტორი და ბიზნესის პრაქტიკოსი. 

30 წლის განმავლობაში მან დააარსა და უძღვებოდა საკონსულტაციო კომპანიებს. იგი გახლავთ ექსპერტი და ენთუზიასტი მრავალი მიმართულებით: გენდერული კომუნიკაცია, კულტურათაშორისი კომუნიკაცია და კორპორაციული დიპლომატიურობა. ევა როგოზინსკა მხარს უჭერს და ქმნის ღირებულებას კომპანიებსა და ინდივიდებისთვის; მათ ამოტივირებს, რათა იმუშაონ უკეთესი შედეგებისა და კმაყოფილების მისაღწევად, რომელიც ღირებულებებზე, გენდერულ სიბრძნესა და მრავალფეროვნებათა თანაარსებობაზე დაფუძნებულ ეფექტურ კომუნიკაციას ემყარება.

 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *