გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის ფორუმი აჭარაში

პირველად აჭარაში, სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეს, საორსამ, კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით  “გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის” ფორუმს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში გაიმართა. აღნიშნული ფორუმზე საორსამ წარადგინა ციფრული სახლი ვებგვერდი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ყველა დიანტერესებული ადამიანისთვის საორსას პროექტების, სერვისების და დონაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, პროექტის ,,ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” შედეგების გაცნობა;  მოწვეული ექსპერტების მიერ ქალთა პოლიტიკურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე შეფასებების მოსმენა, პარლამენტარი ქალების მიერ პირადი ისტორიების გაზიარება, ადგილობრივახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ‘’უნივერსალთა  ლიგის ’’ მიზნებსა და ამოცანების პრეზენტაცია.

პროექტის მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების პროფესიული და სპეციალიზებული უნარ-ჩვევების გამომუშავება, განვითარება და გაძლიერება პოლიტიკურ ლიდერობასა და მენეჯმენტში, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ კარიერაში მათ პროაქტიურ ჩართულობას, დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლას.

ფორუმი ყველა დამსწრე საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორისთვის საინტერესო და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების წყარო გახდა.

იხილეთ სრულად ლინკზე: https://ajaratv.ge/article/128623 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *