ინფორმაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში მარტოხელა დედების დახმარების შესახებ

Women’s Fund in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით გრძელდება პროექტი მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური”, რომლის მიზანიცაა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ ადამიანების საჭიროებების შესახებ და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ვინაიდან პროექტში ჩართული ქალების უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა, მათი თხოვნისა და ინტერესის საფუძველზე, საორსა გლობალმა მოიძია ინფორმაცია 2025 წლის მდგომარეობით, თუ როგორ ეხმარებიან მარტოხელა დედებს უშუალოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში. იმისათვის, რომ ქალბატონმა ეს მხარდაჭერა მიიღოს, საჭიროა მიმართოს მერიის სამსახურებს და მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. 

გაეცანით დახმარებებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით:

 

ბათუმის მუნიციპალიტეტი:

 

  • მარტოხელა მშობლები (პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად) სარგებლობენ ყოველთვიური, 60-ლარიანი დახმარებით
  • მარტოხელა მშობლები (პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ) სარგებლობენ ყოველთვიური, 120-ლარიანი დახმარებითწელიწადში ერთხელ 200-ლარიანი ვაუჩერი მედიკამენტებისათვის
  • წყლისა და წყალარინების ყოველთვიური გადასახადის დაფინანსება.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი:

 

  • პროგრამის „მარტოხელა მშობლების ერთჯერადი მატერიალური დახმარება” ფარგლებში მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილად აყვანილი ბავშვი, გაეწევა ერჯერადი მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით
  • მარტოხელა მშობლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან/და მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება, გაეწევა ერჯერადი მატერიალური დახმარება 700 ლარის ოდენობით
  • პროგრამის „მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში მას ან/და არასრულწლოვან შვილს შეუძლიათ მედიკამენტების 200-ლარიანი ვაუჩერით სარგებლობა
  • მარტოხელა მშობელს შეუძლია ისარგებლოს „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით”, 100 000 სარეიტინგო ქულის ქონის შემთხვევაში
  • „უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამით” სარგებლობა 65 000-მდე სარეიტინგო ქულის ქონის შემთხვევაში
  • უფასო გაზიფიცირების პროგრამით სარგებლობა 100 000-მდე სარეიტინგო ქულის ქონის შემთხვევაში
  • შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობა 65 000-მდე სარეიტინგო ქულის ქონის შემთხვევაში
  • თუ აქვს 70 000-მდე სარეიტინგო ქულა და ჰყავს სამი ან ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ისარგებლებს ერთჯერადი მატერიალური დახმარებით: სამ შვილზე 800 ლარით, ოთხ შვილზე – 1000 ლარით.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის მიზნობრივი დახმარების პროგრამა მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის ყოველთვიურად 150-ლარიან დახმარებას. მარტოხელა მშობლის სტატუსს ანიჭებს და შესაბამის მონაცემთა ბაზას აწარმოებს იუსტიციის სამინისტრო. გარდა ამისა, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით. ასევე, მარტოხელა მშობლებს, მათივე განცხადების საფუძველზე, შეუძლიათ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მოქმედი სხვადასხვა სახის პროგრამებით სარგებლობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული „მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა, რომლიც ბიუჯეტიც 240 000 ლარია, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 0-იდან 200 001-ამდე ქულის მქონე მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმამარებას, თითოეულ ბავშვზე თვეში 100 ლარის ოდენობით.

ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედებს „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა“ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის ფინანსურ დახმარებას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩართვა ხდება მშობლის პირადი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ერთვის მარტოხელა სტატუსის ცნობა და ბავშვების დაბადების მოწმობა.

 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *