მარტოხელა დედების ზრუნვის ეკონომიკა

ვინ არიან მარტოხელა დედები?

ქალები, რომლებიც სრულიად მარტო ზრდიან შვილებს და ამ გზაზე უამრავ სირთულეს გადიან. ხშირად მათი ზრუნვა და შრომა უხილავად, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე მიმდინარეობს. 

რას ნიშნავს ზრუნვის ეკონომიკა?

ეს არის დაუფასებელი, აუნაზღაურებელი შრომა, რომელსაც ქალები ყოველდღიურად ასრულებენ – ბავშვების აღზრდა, ოჯახის მოვლა, რაც ეკონომიკურ სურათში ხშირად არ აისახება.

ვისზე ვრცელდება ზრუნვის ეკონომიკაში?

ყველა ქალზე, განსაკუთრებით მარტოხელა დედებზე, ვინც ზრუნავს სხვებზე – ხშირად საკუთარი კარიერის, დროისა და ჯანმრთელობის ფასად.

რას აკეთებს საორსა გლობალი ქალთა ფონდის მხარდაჭერით?

აჭარაში მცხოვრებ მარტოხელა დედებს სთავაზობს:

  • განათლებას
  •  ემოციურ და პროფესიულ მხარდაჭერას 
  • ეკონომიკურ გაძლიერებასა და ახალ შესაძლებლობებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

იმისათვის, რომ ზრუნვა აღარ იყოს შეუმჩნეველი. იმისათვის, რომ ყველა ქალს ჰქონდეს შანსი შეძლოს ცხოვრება ღირსეულად. იმისთვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა რეალური გახდეს.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *