მდგრადი ივენთების პოლიტიკა საორსაში

საორსას აღმასრულებელი დირექტორმა, ლია ფუტკარაძემ  „Events for Future“ – მდგრადი ღონისძიებების მართვის კურსის ექპერტის სერტიფიკატი მიიღო. ათ თვიანი კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს მდგრადი ღონისძიებების ორგანიზების პრინციპები და მიიღეს ღირებული ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი განვითარების იდეების გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში საორსამ დანერგა მდგრადი ღონისძიებების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა და ადამიანისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.
„Events for Future“ ორგანიზებულია IBB gGmbH-ის მიერ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, აფინანსებს BMZ და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *