წევრობა

/
წევრობა

წევრობა

საორსა არის წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2018 წლის 15 მარტს.

ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალებისთვის, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით და დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობით.

ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ჰქონდეს პროფესიის არჩევის, დასაქმებისა და ღირსეული შრომის პრინციპების რეალიზაციის თავისუფლება.

ადამიანების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა; ძლიერი პროფესიული ქსელის შექმნა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დამსაქმებლებს და სამუშაო მაძიებელთა შორის; ღირსეული შრომის პირობების დანერგვის ხელშეწყობა; სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს შექმნაში მხარდაჭერა; სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის წახალისება და ჩართულობის გაძლიერება; პარტნიორობაზე დაფუძნებული ადვოკატირების და საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება.

  1. პატივისცემა და სიყვარული: პიროვნული და პროფესიული მოტივაცია ადამიანების ბედნიერებისთვის.

  2. მიმღებლობა და აღიარება: ადამიანების აქტიური მოსმენა, ადამიანების უფლებების გაზიარება, ინდივიდუალიზმის პატივისცემა.

  3. დახმარების თხოვნა და მიღება: ადამიანებისთვის შესაძლებლობების განვითარება.

  4. პოზიტიური აზროვნება: თვითშემეცნება და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

  5. კრიტიკული აზროვნება: ცვლილებებისთვის შემოქმედებითობა და ალტერნატიული აზროვნების ხელშეწყობა.

  6. მრავალფეროვნების პატივისცემა და მიმღებლობა: პიროვნება არ ექვემდებარება განსჯას, მხოლოდ ქცევის გაუმჯობესება და შეცვლა შეგვიძლია.

  7. უფლებებით სარგებლობის მხარდაჭერა: ყველა ადამიანს აქვს უფლება განათლების, დასაქმების და სიცოცხლის.

  8. ურთიერთზრუნვა: სოციალური პასუხისმგებლობის და პროფესიული მოხალისეობის გაძლიერება.

  9. ჯანსაღი ქცევა: კარგი მოქალაქეობა და პოზიტიური ცვლილებების დანერგვა.

  10. არჩევანის უფლება და თავისუფლება: პიროვნული თვითშემეცნება და არჩევანთა მრავალფეროვნების შექმნა.

  11. შთაგონება: ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, უანგარო მოტივაცია მიზნის მიღწევისთვის.

გახდი ჩვენი წევრი, შეავსე განაცხადი

სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი *
საკონტაქტო ნომერი (მობილური) *
საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი *
გვიამბეთ, თქვენი პროფესიული და კარიერული გამოცდილების შესახებ *
გაგვიზიარეთ თქვენი პროფესიული და კარიერული მიზნები *
გაგვიზიარეთ, საორსას წევრობის მოტივაცია *
რას გააკეთებდით საორსასთან ერთად წევრად არჩევის შემდეგ? *

შენიშვნა: საორსას წევრად მიღება ხდება კვარტალში ერთხელ. წევრებს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო წევრობის განაცხადის განხილვის და გასაუბრების შეფასების შემდეგ.

თანახმა ვარ, რომ ჩემი პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი) განთავსდეს ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სხვა საინფორმაციო წყაროებში, წევრთა რეესტრში

საორსას პასპორტის შესაძენად, დაგვიკავშირდი

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *