საორსას საგანმანათლებლო პროექტის “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები: შექმენი და დასაქმდი” ფარგლებში, პროექტის მონაწილეები პირველად აჭარაში სასწავლო ტურით ადგილობრივ საწარმოებში იმყოფებოდნენ. სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამასთან ერთად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ბიზნეს იდეების სტიმულირება, მოტივაცია და გამოცდილებების გაზიარება. სტუდენტები საწარმო “ნენას”, მანდარინის გადამამუშავებელ საწარმოს, აჭარა ტექსტილს ეწვივნენ და წარმოების სპეციფიკის, გამოცდილებების და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.