პირველად მაღალმთიან აჭარაში საორსამ დაიწყო პროექტი “სოფლად მცხოვრები ქალების ხმა I“. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ჩართულობისა და თემის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.
პროგრამის ფარგლებში საორსას გუნდი შეარჩევს განცადების და გასაუბრების მეშვეობით მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ 16-35 წლის 30 სამუშაო მაძიებელ ახალგაზრდა გოგოს და ქალს, რომლებიც 50 საათიან სასწავლო პროგრამას გაივლიან უსასყიდლოდ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეობის კვირეული აჭარის ფარგლებში.
იხილეთ სრულად ლინკზე: ajaratv.ge