ჩვენი დაფუძნების მთავარი იდეა ადამიანებისთვის სასურველი დასაქმების და ბედნიერი შრომის მიღწევაში მხარდაჭერის აღმოჩენა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საორსასთვის მნიშვნელოვანია სწორი კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში აქტიური ჩართულობა და კარიერული განვითარების სერვისების სრულად მიწოდება ადამიანებისთვის. სწორედ, ასე შევქმენით ჩვენი საავტორო პროგრამა პროფორიენტაცია და კარიერული განვითარება, რომელიც გარდაიქმნა ექსკლუზიურ საქმიანობად და მნიშნელოვან პროექტად, რომელსაც ვახორციელებთ ბათუმის ამერიკულ კუთხესთან ერთად აჭარის რეგიონში მცხოვრები IX-XI სკოლის მოსწავლეებისთვის, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 50 მოსწავლე (30 მოსწავლე მაღალმთიანი აჭარიდან და 20 მოსწავლე ქობულეთი,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან). პროექტი ითვალისწინებს ერთკვირიან სასწავლო პროგრამას (32 საათი), ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, მეწარმეობის კვირეულს, სტაჟირების პროგრამას წარმატებული მოსწავლეთათვის, თანამშრომლობას უმაღლეს/პროფესიულ ინსტიტუტებთან და სხვადასხვა პროფესიულ აქტიობებს. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერი- დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის პირველ კვარტალში.