სამედიცინო სერვისები აჭარაში რეგისტრირებული მარტოხელა დედებისთვის

საორსა გლობალი 2025 წლის მაისიდან ახორციელებს პროექტს “მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia. ჩვენი ამოცანაა, მარტოხელა დედებისკენ მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და გავაძლიეროთ ისინი სხვადასხვა მიმართულებით. პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენს ბენეფიციარებთან კომუნიკაციის დროს, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხი – ამ ქალებს ხშირად არ ჰქონდათ ინფორმაცია მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარებების შესახებ. ამჯერად გიზიარებთ სამედიცინო სერვისების ჩამონათვალს აჭარაში რეგისტრირებული მარტოხელა დედებისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედებს შემდეგი პროგრამები, რომელთა ბენეფიციარებიც მარტოხელა დედებიც არიან:

  • მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
  • სახსრების ენდოპროთეზირება
  • ამბულატორიული დიაგნოსტიკური კვლევა
  • მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება
  • ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
  • ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (ინტენსიური თერაპიის კომპონენტი)
  • გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება
  • დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.

ასევე, მარტოხელა დედების შვილები არიან ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის 4 პროგრამის ბენეფიციარები.

ვიმედოვნებთ, რომ მარტოხელა დედებისა და მათ შვილებისთვის კიდევ უფრო მეტი, სხვადასხვა სახის დახმარება გამოიყოფა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ხშირად ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *