საორსა ადამიანების ცხოვრებაში

,,პროფორიენტაცია დამეხმარა, რომ ამერჩია პროფესია –  ჟურნალისტიკა ან პედაგოგიკა. ტესტებმა აჩვენა, რომ ჟურნალისტიკა უფრო ჩემი იყო და მეც მივყევი ბოლომდე. ჩავაბარე, ვსწავლობ თბილისში და მალე დავიწყებ ამ პროფესიით მუშაობას“ – საორსას კურსდამთავრებული. 

„საორსამ“ განახორციელა ორგანიზაციის საქმიანობის შეფასების კვლევა ფოკუსჯგუფებში, რომელშიც მონაწილეობდნენ „საორსას“ სერვისებით მოსარგებლე, პროექტებში მონაწილე ბენეფიციარები: ახალგაზრდები, დასაქმებული, მეწარმე და სამუშაოს მაძიებელი ქალები.

საორსას ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს ხარისხიანი განათლება, ზრუნვა და სიყვარული, რომელიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას მოკლე დროში. კვლევიდან გამოიკვეთა კურსდამთავრებულთა პიროვნული, პროფესიული, კარიერული და სოციალური კეთილდღეობის ზრდა „საორსას“ პროექტებსა და ტრენინგებში მონაწილეობის შემდეგ.

კვლევის ანგარიში მომზადდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საორსა“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

კვლევის ანგარიში იხილეთ აქ

 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *