ქალთა უფლებებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება საორსა გლობალისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. გვიხარია, რომ Women’s Fund in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ვიწყებთ ახალ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – მარტოხელა დედების – სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ ღირებულ ცვლილებებს გავნახორციელებთ.
რატომ ვიწყებთ? ჩვენი მიზანია, ვიყოთ ის მხარში მდგომი ძალა, რომელიც მათ რთულ რეალობაში გააძლიერებს. ეკონომიკურ, სოციალურ და მენტალურ პრობლემებთან გამკლავება მარტოხელა დედების ყოველდღიური გამოწვევაა.
რას ვთავაზობთ? ტრენინგებსა და გადამზადების შესაძლებლობებს, კარიერულ მენტორინგსა და კარიერულ თერაპიას, პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, მათი შრომის გაუმჯობესებასა და მხარდაჭერის ჯგუფებს.
როგორ ჩაერთოთ? თუ ხართ მარტოხელა დედა და გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, აქ ვართ და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 577641827 ან დაგვიკავშირდეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდის მესინჯერით.
ეს პროექტი საერთოა ყველა ჩვენგანისათვის _ მცირე მხარდაჭერაც კი ბევრს ნიშნავს. მარტოხელა დედების გაძლიერება ნიშნავს ჩვენი საზოგადოების გაძლიერებასაც. მოდი, მათ ერთად დავანახოთ სოლიდარობის ძალა და ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან. სოლიდარობა რელობას გარდაქმნის უკეთესობისაკენ.