საორსა გლობალი უერთდება სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას რუსული კანონის შესახებ

საორსა გლობალი მუდამ დარჩება თავისი ღირებულებების, ადამიანის უფლებების, საქართველოს კონსტიტუციისა და სამშობლოს სიყვარულის უპირობო დამცველი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე. ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის საზოგადოებრივ კეთილდღეობას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით ქართული სამოქალაქო საზოგადოების საერთო განცხადებას ახალ რუსულ კანონთან დაკავშირებით:

“რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება ჩვენი და საქართველოს არჩევანი. შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული – ვემსახურებით ქართველ ხალხს”.

ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელი მოაწერა უკვე 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *