საორსა გლობალისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობით შეიქმნა კარიერული სერვისების გზამკვლევი

პირველად საქართველოში, საორსა გლობალისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა კარიერული სერვისების გზამკვლევი. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “პროფესიული კონსულტირება და კარიერული განვითარების სისტემის დანერგვა აჭარის რეგიონში” დახმარებით, რომელიც 2024 წლის ნომებრიდან მიმდინარეობდა. 

გზამკვლევი ექსკლუზიურად ბათუმის სამედიცინო აკადემიისთვის შეიქმნა და იგი

მოიცავს 10 სერვისს, დასაქმების უნარებსა და კარიერის აღმოჩენის მოდულს. დოკუმენტის მიზანია, ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს საკუთარი კარიერული შესაძლებლობებისა და სურვილების უკეთ გაცნობაში. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია კარიერული ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარება როგორც აკადემიის პოტენციურ, ისე მოქმედ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, მიუხედავად პროფესიისა. გზამკვლევი ახალგაზრდებს დაეხმარება საკუთარი პროფესიის დროულად აღმოჩენაში, კარიერული იდენტობის პოვნასა და პროფესიულ თვითრეალიზებაში. 

ასევე, დოკუმენტის დახმარებით სტუდენტებს გაუადვილდებათ შრომის ეკონომიკაში ღირსეული ჩართვა, კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება. აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ხელმისაწვდომს ხდის აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საორსა გლობალი გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *