საორსა გლობალმა ჩაატარა საქველმოქმედო კამპანია მარტოხელა დედებისათვის

მადლიერები ვართ, რომ ბოლო სამ თვეში, თქვენი აქტიური ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით, საორსა გლობალის ორგანიზებით მიმდინარეობდა საქველმოქმედო კამპანია მარტოხელა დედებისათვის. ჩვენი საზოგადოების ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მუხლჩაუხრელად იბრძვის საკუთარი თავისა და შვილების გადარჩენისათვის. გვიხარია, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ მათი ყოველდღიურობა ოდნავ მაინც შევამსუბუქეთ. 

აღსანიშნავია, რომ საორსა გლობალმა წელს, Women’s Fund in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი “მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური”, რომელიც მიმართული იყო მარტოხელა დედების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. საქველმოქმედო კამპანიის იდეაც ამ პროექტის განხორციელებისას დაიბადა.

მარტოხელა დედების სურვილების შესრულება ძალიან ემოციური პროცესი აღმოჩნდა. კამპანიის ფარგლებში 10 ოჯახს დავუფარეთ ქირის გადასახადი, შევუძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები და ლეპტოპები. ასევე, დედებმა და შვილებმა შეგროვილი თანხით ჩაიტარეს სტომატოლოგიური მომსახურება და შეიძინეს საგანმანათლებლო რესურსები. გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში მათ მიიღეს ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. 

ვფიქრობთ, რომ შეუფასებელია ის ზრუნვა, თანადგომა და მორალური მხარდაჭერა, რაც ამ ოჯახებმა თქვენი დახმარებით იგრძნეს. ამ ქალებს დაუბრუნდათ იმედი, მიეცათ ცხოვრების მოტივაცია და, რაც ყველაზე მთავარია, იგრძნეს, რომ მარტონი არ არიან.

გვჯერა, რომ ეს კამპანია მაგალითი გახდება სხვა ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის, რათა მომავალშიც გაგრძელდეს უანგარო ზრუნვა მარტოხელა დედებსა და მათ შვილებზე. ჩვენ ერთად შეგვიძლია, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისაკენ. 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *