საორსას ასოციაცია პოლონეთში 15-19 სექტემბერს ვარშავაში გამართავს თაობათაშორისი ციფრული სთორითელინგის ლაბს

საორსას ასოციაცია პოლონეთში 15-19 სექტემბერს ვარშავაში გამართავს თაობათაშორისი ციფრული სთორითელინგის ლაბს. ორგანიზაცია პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. კარი ღიაა 18-29 წლის ახალგაზრდებისა და 50+ ასაკის ზრდასრულებისათვის. ტრენინგებს გაუძღვება საორსას ასოციაცია პოლონეთში წევრი ევა როგოზინსკა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციფრული უნარ-ჩვევების სწავლების პროცესში სხვადასხვა თაობების ერთმანეთთან დაახლოება. 

5 დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან დინამიკურ და შემოქმედებით პროცესში, რა დროსაც განსხვავებული თაობები გაერთიანდებიან რაღაც ახლისა და აზრიანის შესაქმნელად.

წარმატებული მონაწილეები ნოემბერში ესპანეთში გაემგზავრებიან. 

დეტალებისთვის იხილეთ Connected Generations: Educational Bridges for Inclusion and Activism.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *