საქართველოში პირველი ქალთა კონგრესი გაიმართა

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

ქალთა უფლებების დაცვა, მათი შრომისა და როლის აღიარება დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ინიციატივა, რომელიც ამ კუთხით სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლას ემსახურება. მოხარულნი ვართ, რომ საორსა გლობალის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის 7 მარტს გამართულ, საქართველოში პირველ ქალთა კონგრესში. კონგრესი დააფუძნა 

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა. მისი ჩატარების იდეა წარმოიშვა ქალთა საინფორმაციო ცენტრის პოლონელ ქალთა კონგრესში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც 2024 წელს ჩატარდა.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვანი უკუსვლა შეინიშნება, რასაც დიდწილად ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული კრიზისი. სწორედ ამიტომ, კონგრესის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. კონგრესზე შეფასდა ქალთა უფლებების კუთხით ახლანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.

ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მან გააერთიანა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები. მათ შორის იყვნენ როგორც უფლებადამცველები და აქტივისტები, ისე ლიდერები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, კონგრესში მონაწილეობდნენ აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ა.შ. მათ აერთიანებთ ინტერესი ქალთა უფლებების ისეთი საკითხებსადმი, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების” დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.  

საქართველოში კონგრესის მხარდამჭერები იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.

იხილეთ სიუჟეტი კონგრესის შესახებ. 

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *