მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საორსა გლობალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ერთობის კოალიცია (“EaP CSO Unity Coalition”) შექმნა. ესაა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი გუნდი, რომელიც აშენებს ძლიერ ქსელებსა და პერსპექტიულ კავშირებს EaP (აღმოსავლურ პარტნიორობა)-სა და ევროპას შორის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მნიშვნელოვანი ციფრული კავშირების დამყარებას, სტაბილურ ურთიერთქმედებასა და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას. ამაში მხარს გვიჭერენ პოლონელი პარტნიორები, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დედაქალაქებს გარეთ არსებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დაკავშირებაში.
Unity Coalition-მა შექმნა ინტერაქციული, ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მრავალფუნქციური ონლაინ პლატფორმა CSOtogether.com, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ნდობასა და ცოდნას, რომელიც ხანგრძლივი პოზიტიური ცვლილებებისათვის ერთიან მოქმედებას გაგვიადვილებს.
ასე რომ, Unity Coalition იწვევს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან – ახლა საუკეთესო დროა ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
თქვენ მოგვიყევით, რა გაფერხებდათ – სტაბილური დაფინანსების არარსებობა? საზღვრებს მიღმა დაბალი ხილვადობა და ენობრივი ბარიერები? რა შესაძლებლობები გსურთ?
ჩვენ მოგისმინეთ და შევქმენით EAP CSO Unity Network Coalition (სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების აღმოსავლური პარტნიორობის ერთიანი ქსელური კოალიცია). პლატფორმა, რომელიც შეიქმნა სსო-თან ერთად სსო-ისთვის. ჩვენთან დაგხვდებათ პირდაპირი წვდომა დაფინანსების შესაძლებლობებთან, ექსპერტების რჩევები, იპოვით პარტნიორებს საზღვარგარეთ არსებული პროექტებისათვის და მრავალენოვანი (ინგლისურს+ადგილობრივი) თანამშრომლობის შესაძლებლობასა და სივრცეს, სადაც თქვენს ნამუშევარს მსოფლიოს წარუდგენთ.
დამფუძნებელი წევრების რეგისტრაცია დაწყებულია. იყავი პირველთა შორის, ვინც ჩამოაყალიბებს სამოქალაქო საზოგადოების მომავალს აღმოსავლური პარტნიორობის რეგიონში.
https://forms.cloud.microsoft/r/8MEtwtP8mY
Unity Coalition – შენი ქსელი, შენი ხმა, შენი მომავალი.
მეტი ინფორმაციისათვის იხილე ჩვენი Facebook გვერდი.