ახალგაზრდების საარსებო საშუალებები”შექმენი და დასაქმდი” – საორსას საავტორო საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში 13 სტუდენტს 32 საათიანი ტრენინგი ჩაუტარდება. დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების განვითარება, სამეწარმეო უნარები და ფინანსური განათლება – პროგრამის მონაწილეები სამ სასწავლო მოდულს ეცნობიან.
პროექტის წარმატებული მონაწილეები ინდივიდუალური კარიერული კონსულტირების შემდეგ სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა ორგანიზაციაში. პროექტს ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ბათუმის ამერიკული კუთხე და არასამთავრობო ორგანიზაცია ”საორსა” ახორციელებენ.
იხილეთ სრულად ლინკზე: ajaratv.ge