კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – https://saorsaglobal.com/ გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, ან როდესაც დარეგისტრირდებით დონორად.
კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება.
ვებ-გვერდს https://saorsaglobal.com/ მართავს ა(ა)იპ საორსა. რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, მ.ლერმონტოვის 91ა, ს/კ: 44552844.
- პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები
თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია https://saorsaglobal.com/-ის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან და დონორად რეგისტრაციასთან.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.
2. პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა
თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, საკრედიტო/სადებეტო ნომრები და საბანკო კოდი) აუცილებელია თქვენს მიერ https://saorsaglobal.com/-ზე დონორად რეგისტრაციისთვის.
3. Cookies
ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. Cookies არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ https://saorsaglobal.com/-ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში.
4. პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება
საორსა ინახავს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი ნებით შეგყავთ დონორად რეგისტრაციისას და თქვენი კომპიუტერის IP მისამართს, რაც აუცილებელია ბანკთან ურთიერთობისთვის. ბარათის მონაცემები ბაზაში არ ინახება. თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება დონორების სიაში და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მარკეტინგული ან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარებისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ საორსასგან ინფორმაცია, თუ რა პერსონალური მონაცემები ინახება თქვენზე ჩვენს ბაზაში.
თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დონორების სიიდან ამოღება მარკეტინგული და სხვა კომუნიკაციის თავის არიდების მიზნით.
ამისთვის, თქვენი მოთხოვნა უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან ისარგებლოთ საიტზე არსებული საკონტაქტო ფორმით.
5. მარეგულირებელი კანონები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს.
6. შესწორებები და ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში
“საორსას” შეუძლია შეცვალოს, ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებები აისახება ვებ-გვერდზე, მათ სავალდებულო ძალა ექნება გამოქვეყნებისთანავე.
უკან დაბრუნების პოლიტიკა
არც ერთჯერადი და არც რეგულარული შემოწირულობების უკან დაბრუნება არ ხდება.