UNiTE to End Digital Violence against All Women and Girls

ვუერთდებით ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ინიცირებულ კამპანიას “Bodyright”, რომელიც მსოფლიოში პირველი “საავტორო უფლებაა”.
ჩვენი სხეული, ინფორმაცია და უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან, იქნება ეს ფიზიკური სივრცე თუ ციფრული სამყარო.
“გლობალურად ქალების 85% შესწრებია ან თავად გამოუცდია ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობა ” UNFPA
რა ფორმებს იღებს ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა?
​ყველაზე გავრცელებული ფორმებია: კიბერბულინგი/კიბერშევიწროება: მუქარის შემცველი, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი შეტყობინებები სოციალურ ქსელებში, კომენტარებში ან ჩატებში; ინტიმური მასალის გავრცელება (Non-consensual sharing of intimate images): ხშირად ცნობილი, როგორც “შურისძიების პორნო” (Revenge Porn). ეს არის ადამიანის პირადი, ინტიმური ფოტოების ან ვიდეოების გავრცელება მისი თანხმობის გარეშე; ონლაინ სტალკინგი (Doxing/Cyberstalking): პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი) მოპოვება და საჯაროდ გამოქვეყნება მუქარის ან ზიანის მიყენების მიზნით, ან მუდმივი თვალთვალი ციფრულ სივრცეში; იდენტობის მოპარვა (Impersonation): სხვისი პროფილის შექმნა ან არსებულის გატეხვა, რათა მის სახელზე გაავრცელონ დეზინფორმაცია ან უხამსი კონტენტი;  დისკრიმინაციული კონტენტი: სექსისტური, ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კონტენტის მასობრივი გავრცელება კონკრეტული ჯგუფის ან პირის მიმართ.
თითოეულ ჩვენგანი ანგარიშვალდებულია დაიცვას დაიცვას ადამიანის უფლებები და შექმნას ძალადობისგან თავისუფალი სივრცე როგორც ფიზიკურ ისე ციფრულ სამყაროში.
შემოუერთდი კამპანიას https://georgia.unfpa.org/ka/bodyright
აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *