საზოგადოებრივი განვითარების საგანმანათლებლო (Community Action Training (CAT) ) პროგრამა გახდა ჩემთვის და ჩემი ორგანიზაციისთვის ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო პროგრამა. მივიღე სპეციალიზირებული და საერთაშორისო განათლება გერმანელი და ესპანელი მენტორების მხარდაჭერით და გავძლიერდი იმ ხარისხიანი ცოდნით, რომელიც მივიღე პროგრამის ფარგლებში. ამავდროულად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კონკურსის ფარგლებში მოვიპოვე დაფინანსება და გავემზავრე ქალაქ იალგავაში, ლატვიაში ინტენსიურ და საინტერესო პროფესიული სტაჟირების მისაღებად, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს არასამთავრობო ორგანიზაცია ზემგალეში გავიარე. სტაჟირების პროგრამა გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან მომეცა შესაძლებლობა ლატვიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრების მონახულების, მერთან და მერიის განათლების დეპარტამენტთან პირისპირი დიალოგის, გავაუმჯობესე კულტურათაშორისი კომპეტენციები და მივიღე ახალგაზრდა მუშაკის სერტიფიცირება ევროკავშირის მობილობის პროგრამის მეშვეობით. დღეს, უკვე პროაქტიურად შემიძლია ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. თავს ვგრძნობ დავდაჯერებულად და ენთუზიაზმით სავსე იმის მიმართ რასაც ვაკეთებ და ვგეგმავ სამომავლოდ.
ახლა როცა სრულად ჩამოვყალიბდი ჩემს წარმოდგენებსა და იდეებზე ლიდერობის შესახებ, ვგრძნობ, რომ ეს ტერმინი არაერთხელ იქნა არასწორად ინტერპრეტირებული ან არასწორად გამოყენებული საქართველოში, რადგან საზოგადოებაში ისმის ერთი აზრი თითქოს მხოლოდ ცოტას შეუძლია იყოს ლიდერი ან სულ რამოდენიმე ადამიანს შეეძლოს ლიდერობა. შემიძლია მე რომ ვიყო ლიდერი? შეუძლია ყველას იყოს ლიდერი? ეს კითხვები ბევრისგან მესმის. ვფიქრობ რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ამ კითხვებზე პასუხების პოვნას; ვცდილობთ გავიგოთ თუ ვინ არის ლიდერი და როგორ შეგვიძლია გავხდეთ ლიდერები ჩვენს თემებში.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია გუგლის საძიებო სისტემაში მოძებნოს თუ რა არის ლიდერობა, წაიკითხოს ესეები, მოუსმინოს ლიდერებს მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან და გაიზიაროს მათი იდეები, მას მაინც სჭირდება ისწავლოს და გამოცადოს ლიდერობა საკუთარ თავზე; ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ აზროვნება, შემეცნება, გულისხმიერბა და სიყვარული. ეს ნიშნავს რომ თუ გვინდა გავხდეთ ეფექტური ლიდერები უნდა დავიწყოთ როგორც ემოციური ინტელექტის (EQ) ასევე ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) განვითარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პრობლემებზე და ვეძებოთ შესაძლებლობები. ეს ასევე ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გვსურდეს გავხდეთ ლიდერი. თუ არის რაღაც რაც გაწუხებს და გინდა შეცვალო, მინდა გჯეროდეს რომ შენ ეს შეგიძლია. თუ ხედავ რაიმეს განვითარების შესაძლებლობას და ამის სურვილიც გაქვს, მინდა გჯეროდეს რომ შეგიძლია ამის მიღწევა.
ფორმულა შეიძლება გამოიყურებოდეს ასე:
პიროვნებები, რომლებიც ხედავენ/აკვირდებიან/ ესმით: გამოწვევები (პრობლემები, საზრუნავი, საკითხები) + სურვილები (მოტივაცია, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, გადაწყვეტილების მიღება,) + HOWs („რბილი უნარები“ [სოციალური და ცხოვრებისეული უნარები]; „მძიმე უნარები“ [პროფესიული ცოდნა და პროფესიული უნარები) = ლიდერობა
პიროვნებები, რომლებიც ხედავენ/აკვირდებიან/ ესმით: შესაძლებლობები (განვითარებები, ცვლილებები, შანსები) + სურვილები (მოტივაცია, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, გადაწყვეტილების მიღება) + როგორ (“ცხოვრების უნარები” (სოციალური და ცხოვრებისეული უნარები); “პროფესიული უნარები” (პროფესიული ცოდნა და ჯანსაღი დამოკიდებულებები)= ლიდერობა
16-ვე ტიპის პიროვნების ფსიქოტიპს (მაიერს და ბრიგსს მიერ გამოყენებულ პიროვნების ბიპოლარული განზომილება) შეუძლია გახდეს ლიდერი, თუ თითოეული ტიპი ერთგულია ერთმანეთის მიმართ და სურს გახდეს პასუხისმგებელი მოქალაქე.
თქვენ ღებულობთ მონაწილეობას არჩევნებში, საპროტესტო აქციებში, აწვდით თქვენს ხმას მთელს საზოგადოებას და მსოფლიოს, მაგრამ ერთადერთი რასაც გვრჩება ყურადღების მიღმა არის თქვენი სამოქალაქო აქტივიზმის მდგრადობა და მისი შედეგების შენარჩუნება.
სამოქალაქო აქტივიზმის ძალიან მარტივი და მე ვიტყოდი უნიკალური განმარტება არის საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ამაღლება, როგორც პოლიტიკური, ისე აპოლიტიკური პროცესებით. ეს ნიშნავს, რომ ამ სამყაროში ყველას აქვს შესაძლებლობა და არჩევანი გახდეს სამოქალაქო აქტივისტი. მიუხედავად იმისა, მუშაობთ საჯარო, კერძო, განათლების თუ სხვა სექტორში, შეგიძლიათ ჩაერთოთ სამოქალაქო აქტივიზმში. იყო პასუხისმგებელ მოქალაქე საუკეთესო არჩევანია. თუ გსურთ გახდეთ პასუხისმგებელი მოქალაქე, უნდა იმოქმედოთ და არა მხოლოდ რეაგირებდეთ. რატომ? როდესაც ჩვენ ვრეაგირებთ, ჩვენ ვეძებთ დამნაშავეს; მაშინ როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვეძებთ უკეთეს შესაძლებლობებსა და გამოსავალს.
იმის მიხედვით რაც ზემოთ აღვწერე, ახალი მმართველობის მორალს შევაჯამებდი როგორც თითოეული ინდივიდის პასუხისმგებლობა განავითაროს და ხელი შეუწყოს ცხოვრების ხარისხის განვითარებას თავის თემებში სამოქალაქო აქტივიზმით, ლიდერობის გამოცდილებით, მოქმედებით და არა რეაგირებით, ჩართულობითა და თანამშრომლობით, და არა ძალადობრივი ენის გამოყენებით ან ძალადობრივი ტაქტიკით.
ლატვიაში მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს ახალი ლიდერობის მორალის შესაძლებლობებს საზოგადოებების გარდაქმნაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით. მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი პრინციპები კონკრეტულად ახალგაზრდულ მუშაობასთან დაკავშირებით.
- ხედვა – მათ ესმით რომ პასუხისმგებელნი არიან.
- ხელმისაწვდომობა – ისინი ქმნიან ღია სივრცეებს ადგილობრივ და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობისთვის. მუნიციპალიტეტი აფინანსებს რესურსებს ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრების ასაშენებლად ყველა თემში და არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა ხარისხიანი და სისტემატური განათლებისა და ტრენინგის უზრუნველყოფას.
- თანამშრომლობა – არაფერს აქვს გრძელვადიანი გავლენა ახალგაზრდულ მუშაობაზე, ვიდრე სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდების და თვითმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმართველობის წლიური საბიუჯეტო პროგრამების შემუშავებაზე. სპეციალური განათლებისა და ახალგაზრდობის კომისიები იქმნება ღია დისკუსიების გასამართად ახალგაზრდების გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე ადგილობრივ დონეზე.
- დრო – ისინი ყოველდღიურად არიან თავიანთ საქმეში ჩართულნი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია მოვა ხელისუფლებაში; ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ იმისთვის რომ უკეთესი მომავლისთვის იმუშაონ.
- დონორის ფული – იციან, რომ ფულს ევროპელი გადამხდელებისგან იღებენ და ამას აფასებენ. ისინი ფულს რესურსებში დებენ პირადი კომფორტის შექმნის ნაცვლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზაციული ან პროგრამული რესურსების არსებობას და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებულებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი კეთილდღეობა და ისწავლონ თუ როგორ იზრუნონ იმაზე.
- ხალხი – ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდულ ცენტრებში და ზემგალეს არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრში მომუშავე პირები არიან ადგილობრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძლიერი თანაგრძნობა ადგილობრივების მიმართ და მიზნად ისახავს იცხოვრონ იქ სადაც არიან. გარკვეულწილად, ისინი თავს კარგად გრძნობენ იმით, რასაც აკეთებენ. ამიტომ, როცა იცი, რომ იქ იცხოვრებ და კეთილგანწყობილი ხარ ხალხის მიმართ, მათთვის გინდება გამოსცადო ლიდერობა.
- საქმის სიყვარული – ჩემს მენტორებს, ორგანიზაციებიდან და განათლების დეპარტამენტიდან, უყვარდათ თავიანთი საქმე. ამ საქმეებში არიან ჩართულნი, რადგან მათ ასე სურთ და ასევე აქვთ სათანადო ცოდნა, რომ აკეთონ საქმე. თუმცა, გიყვარდეს შენი საქმე, არ ნიშნავს მხოლოდ ბედნიერებას; ეს ასევე ნიშნავს საზოგადოებებს შორის კეთილგანწყობის გავრცელებას. ლატვიაში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრები ვითარდება და ისინი არ ელიან პოლიტიკურ ჩართულობებს რომ ცვლილებები მოიტანონ; ისინი ზრდიან თავიანთ შესაძლებლობებს ცვლილებისთვის.
თქვენ არ გჭირდებათ წლების ლოდინი, რომ გახდეთ ლიდერი ან სამოქალაქო აქტივისტი. შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, წამოიწყოთ და განიცადოთ პასუხისმგებლობაც და ცვლილებაც. არაფერია იმაზე ღირებული, ვიდრე ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
*ეს ბლოგი შეიქმნა ლია ფუტკარაძის მიერ ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრისთვის (CTC)