გვერდი 4

საორსა გლობალისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობით შეიქმნა კარიერული სერვისების გზამკვლევი

პირველად საქართველოში, საორსა გლობალისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა კარიერული სერვისების გზამკვლევი. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “პროფესიული კონსულტირება და კარიერული განვითარების სისტემის დანერგვა აჭარის რეგიონში” დახმარებით, რომელიც 2024 წლის ნომებრიდან მიმდინარეობდა.  გზამკვლევი ექსკლუზიურად ბათუმის სამედიცინო აკადემიისთვის შეიქმნა და იგი მოიცავს 10 სერვისს, დასაქმების უნარებსა და კარიერის აღმოჩენის მოდულს. […]

“ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი” – დასაქმების ფორუმი

29 მარტს ქობულეთში მდებარე სასტუმრო “Castello Mare”-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საორსა გლობალის პროექტის „ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო, რისთვისაც მხოლოდ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის წინასწარ შევსება იყო საჭირო. ფორუმის მონაწილეებს მიეცათ პოტენციური დამსაქმებელი კომპანიების გაცნობისა და მათთან დაკავშირების უნიკალური […]

საორსა გლობალი უერთდება სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებას რუსული კანონის შესახებ

საორსა გლობალი მუდამ დარჩება თავისი ღირებულებების, ადამიანის უფლებების, საქართველოს კონსტიტუციისა და სამშობლოს სიყვარულის უპირობო დამცველი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე. ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის საზოგადოებრივ კეთილდღეობას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით ქართული სამოქალაქო საზოგადოების საერთო განცხადებას ახალ რუსულ კანონთან დაკავშირებით: “რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება ჩვენი და საქართველოს არჩევანი. შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო […]

ახალგაზრდების პროექტის ფარგლებში მეწარმეობის კვირეული ჩატარდა

როგორც იცით, საორსა გლობალი ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი”, რომლის ფინანსური მხარდამჭერი არის ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. სამთვიან სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტში 18-29 წლის 23 ახალგაზრდა ჩაერთო. პროექტის მიზანია, რომ მათ დავეხმაროთ პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში.  პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი აქტივობა – მეწარმეობის კვირეული. პირველ დღეს ახალგაზრდები ეწვიენ აჭარაში მოქმედ სამ უნიკალურ საწარმოს. ჯერ […]

საქართველოში პირველი ქალთა კონგრესი გაიმართა

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან! ქალთა უფლებების დაცვა, მათი შრომისა და როლის აღიარება დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ინიციატივა, რომელიც ამ კუთხით სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლას ემსახურება. მოხარულნი ვართ, რომ საორსა გლობალის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის 7 მარტს გამართულ, საქართველოში პირველ ქალთა კონგრესში. კონგრესი […]

27 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე აღინიშნება

ყოველწლიურად, 27 თებერვალს, მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება, რათა ამ ფორმით მსოფლიომ აღიაროს ამ ორგანიზაციების წვლილი. ეს დღე ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებასა და სხვადასხვა სექტორში ჰუმანიტარული საქმიანობის ხელშეწყობაში.  საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და სანდო სივრცეს, სადაც ადამიანები საკუთარ თავს საზოგადოების წევრებად გრძნობენ. […]

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *