სტაჟირების პროგრამები ახალგაზრდებისთვის

პროექტის “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი” ფარგლებშმი 11 ახალგაზრდას შესაძლებლობა მიეცათ სასურველ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მიღების. ჩვენი პროექტის უნიკალურობა გახლდათ პირველად აჭარის რეგიონში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობები. დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის დამსაქმებლებს, რომელბმაც სრული მზაობა განაცხადეს სტაჟირების პროგრამის განხორციელებისთვის: ფინკა ბანკი საქართველო, დრიმლენდ ოაზისი, ჰილტონ ბათუმი, პრესტიჟ-აუდიტი, […]
მეწარმეობის უნარები ახალგაზრდებისთვის

საორსას აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ლელა ფუტკარაძემ ჩაატარა ორ დღიანი ტრენინგი ახალგარდებისთვის სამეწარმეო უნარ-ჩვევებსა და საქართველოში მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა მეწარმეობისა და ბიზნეს-გეგმის შემუშავებასა მეთოდების შესახებ. მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობის ფარგლებში, შეიმუშავეს ბიზნეს იდეები და შეაფასეს მისი განხორციელების შესაძლებლობები.
ფინანსური წიგნიერების ტრენინგი

დღეს, ჩვენს პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისათვის ფინანსური წიგნიერების ტრენინგი ჩავატარეთ ბათუმის ამერიკულ კუთხეში, რომელსაც “კაინეზ ინსტიტუტის ” ხელმძღვანელი, ლალი ყიფშიძე უძღვებოდა. ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით, მონაწილეებმა შეისწავლეს ფული და მისი ფუნქციები, რესურსების დაზოგვა, პირადი შემოსავლების წყაროებსა და ბიუჯეტის შედგენა; პრიორიტეტები და ფინანსური შესაძლებლობები, ლინ მართვა.
მეწარმეობის კვირეული ახალგაზრდებისთვის აჭარაში

საორსას საგანმანათლებლო პროექტის “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები: შექმენი და დასაქმდი” ფარგლებში, პროექტის მონაწილეები პირველად აჭარაში სასწავლო ტურით ადგილობრივ საწარმოებში იმყოფებოდნენ. სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამასთან ერთად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ბიზნეს იდეების სტიმულირება, მოტივაცია და გამოცდილებების გაზიარება. სტუდენტები საწარმო “ნენას”, მანდარინის გადამამუშავებელ საწარმოს, აჭარა ტექსტილს ეწვივნენ და წარმოების სპეციფიკის, გამოცდილებების და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
დასაქმებისა და თვითდასაქმების უნარების პროგრამა ახალგაზრდებისთვის

“დასაქმების და თვითდასაქმების უნარები” საორსას საავტორო პროგრამა გახლავთ. პროექტის “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები: შექმენი და დასაქმდი” ფარგლებში, ლია ფუტკარაძემ დასაქმების უნარების ტრენინგი ჩაატარა სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავდა თემებს: თვითშემეცნება: საკუთარი უნარ-ჩვევების და კვალიფიკაციის ცოდნა; შრომის ბაზრის ცოდნა; კარიერული მიზნების დასახვა და კარიერის დაგეგმვა, საკუთარი თავის წარდგენა, სხეულის ენა, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენა, იდეალური მომავლის ვიზუალიზაცია. .
”შექმენი და დასაქმდი” – დასაქმების და თვით-დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის

ახალგაზრდების საარსებო საშუალებები”შექმენი და დასაქმდი” – საორსას საავტორო საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში 13 სტუდენტს 32 საათიანი ტრენინგი ჩაუტარდება. დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების განვითარება, სამეწარმეო უნარები და ფინანსური განათლება – პროგრამის მონაწილეები სამ სასწავლო მოდულს ეცნობიან. პროექტის წარმატებული მონაწილეები ინდივიდუალური კარიერული კონსულტირების შემდეგ სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა ორგანიზაციაში. პროექტს ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ბათუმის ამერიკული კუთხე და არასამთავრობო ორგანიზაცია […]