გვერდი 8

საორსა გლობალი აჭარის რეგიონში იწყებს ქალთა გაძლიერებაზე მიმართულ ახალ პროექტს “50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა”

გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, მათი ღირსეული შრომა, უწყვეტი და ხელმისაწვდომი განათლება, დასაქმების შესაძლებლობები ის საკითხებია, რაზეც წლების განმავლობაში ვმუშაობთ. ქალთა გაძლიერების მიზნით წამოვიწყეთ მორიგი პროექტი “50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა – რეგიონული ფემინისტური ლიდერობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობისთვის აჭარის რეგიონში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერი გახლავთ ჩვენი ერთგული პარტნიორი Women’s Fund in Georgia.  ვიწყებთ საინტერესო, რამდენიმეთვიან […]

შეხვედრა ქალთა გამოწვევებზე ხულოში

“ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” – სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტის  ფარგლებში სოფელ ძმაგულაში  დისკუსია-შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა ადგილობრივმა ბენეფიციარებმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივ ქალთა პრობლემების თემაზე დისკუსია გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსა“ ახორციელებს, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების და ქალების პროფესიული უნარჩვევების გამომუშავება. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იხილეთ სრულად ლინკზე ajaratv.ge

პროექტი ქალთა გაძლიერებისთვის

“ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” – ამ სახელწოდებით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. მისი მიზანი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული და მენეჯერული უნარების განვითარება, ასევე კარიერული წინსვლის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 36  აპლიკანტი შეირჩა, რომლებიც დღეს რეგიონული პოლიტიკური ლიდერობის აკადემიის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. ორგანიზატორების […]

დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროგრამა

სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა ქალებისთვის დასაქმების და კარიერული განვითარების პროგრამა დასრულებულია.დახურვის ცერემონიაზე დღეს პროექტის მონაწილეებმა თავიანთი კარიერული ზრდის პროცესზე ისაუბრეს. დასაქმებისა და კარიერული განვითარების პროგრამის ძირითადი მიზანი მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,დასაქმებისა და თვით-დასაქმების უნარების ზრდა; ასევე შრომის ბაზარზე აქტიური და ხარისხიანი ჩართულობაა.პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. პროგრამის ორგანიზატორები ა/ო საორსა და საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის […]

,,მეწარმეობის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსამ“ დაიწყო სოციალური-საგანმანათლებლო პროექტი: ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკომონომიკური მმართველობის პროგრამა. პროექტის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროექტის მიზანია აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრებ 22-45 წლის ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებში სოციალურ და ინკლუზიურ მეწარმეობაში  […]

პროექტი მაღალმთიან აჭარაში ”სოფლად მცხოვრები ქალების ხმა I”

პირველად მაღალმთიან აჭარაში საორსამ დაიწყო პროექტი “სოფლად მცხოვრები ქალების ხმა I“. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროექტის მიზანია  სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ჩართულობისა და თემის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში. პროგრამის ფარგლებში საორსას გუნდი შეარჩევს განცადების და გასაუბრების მეშვეობით მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ 16-35 […]

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *