20 თებერვალს მსოფლიოში სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც საორსა გლობალმა ბათუმში გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის ფორუმი გამართა.
ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრეთ პროექტის “ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” მიღწევებისა და გამოცდილებების შესახებ. პროექტი აჭარის რეგიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულმა 36-მა ქალმა გაიარა 126-საათიანი სასწავლო პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანი იყო მათი პოლიტიკური ლიდერობისა და მენეჯმენტიის მიმართულებით ჩასართავად საჭირო განათლებითა და უნარებით აღჭურვა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო “უნივერსალთა ლიგამ”, ლიდერ ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელთან ერთადაც გავმართეთ საჯარო დიალოგი. მოძრაობა წარდგა ერთწლიანი სამოქმედო გეგმით, რომელიც სოციალური სამართლიანობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მოტივებზეა დაფუძნებული.
მოხარულები ვართ, რომ ფორუმი დამსწრე საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორისთვის საინტერესო და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების წყარო გახდა. პროექტის “ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” ფინანსური მხარდამჭერია Canada in Türkiye.